"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო
ბურჯანაძე "ღამის კურიერის" ეთერში წამყვანის კითხვას "რატომ ხართ
"ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად თუ ეს თქვენთვის ასეთი მიუღებელია?"
პასუხობს, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ არის, ის არის
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისის მაგიდის გარშემო, რომელშიც
"ნაციონალური მოძრაობის" გარდა 30-მდე პარტია შედის.