ანონსი
პანდემია ფორს-მაჟორია!!!


პანდემია ნამდვილად წარმოადგენს ისეთ საყოველთაო ფორს-მაჟორულ გარემოებას, რომელიც იძლევა მოქალაქეთა საბანკო ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს. ჩვენი მოთხოვნაა მოქალაქეები საბანკო ვალდებულებებისაგან გათავისუფლდნენ პანდემიის დასრულებამდე.
სრულად
17:19 / 24.10.2020
გასაგებია ხელისუფლებას რა სურს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ახალი, უფრო კომპრომისული ვარიანტი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს დღეს ოპოზიციურ მაგიდასთან განხილული“, - ამის შესახებ, „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციციური პარტიების შეხვედრის წინ განაცხადა.
ეს ულტიმატუმს უფრო ჰგავს, რომლის მორალური უფლება ხელისუფლებას არ აქვს, – ასე აფასებს „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას, რომ თუ ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზებას არ დათანხმდება, შეთანხმების ფანჯარა უკვე თებერვლის ბოლოს დაიხურება.
“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია კონსტრუქციულადაა განწყობილი და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდება.
ოდირი ნამდვილად წერს ხოლმე, თუ ის ხედავს, რომ კანონი არაკონსტიტუციურია, მსგავსი რამ დასკვნაში არ წერია და არც ერთი შენიშვნა კონსტიტუციურობასთან შესაბამისობას არ შეეხება,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა,რითაც ეუთო/ოდირი-ს დასკვნას გამოეხმაურა ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით.
„ნინო ბურჯანაძის პარტიამ გასულ წელს ყრილობა გამართა, რომლის დროსაც მოხდა ერთგვარი რებრენდინგი, შეიცვალა პარტიის სახელწოდება და შეივსო ახალი ძალებით. პარტიის პოლიტსაბჭოში 17 წევრია, რომელთაგან 3 – 4 პიროვნების გარდა, პრაქტიკულად ყველა ახალი სახეა. პარტია ემზადება არჩევნებისთვის და იგი ახალი სახეებით წარსდგება საზოგადოების წინაშე, თუმცა, როგორც გადაცემაში აღინიშნა, პარტიას გაუჭირდება ბურჯანაძის ჩრდილიდან გამოსვლა, მითუმეტეს, რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე კვლავ რჩება ამ ახალი პარტიის დამფუძნებლად და მის ლიდერად.“

სტუმარი: ანზორ ბიწაძე – „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.
„პიკეტირება განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ არ მოეგო გონს. ხვალინდელი აქცია არ იქნება მასშტაბური და გადამწყვეტი ბრძოლა, მაგრამ პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და შედეგსაც აუცილებლად მივიღებთ“, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ხვალ პარლამენტთან ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ძალის დემონსტრირებაზე განცხადებების გაკეთება შეწყვიტოს.