„თემის დახურვიდან“ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდამდე ოპოზიციამ ბევრი
იბრძოლა. მმართველი ძალა აცხადებს, რომ კომპრომისისთვის მზად არის.
თუმცა, დათმობებისთვის - არა. როგორ იქნება საბოლოო ფორმულა ჯერ რთული
სათქმელია. ხელისუფლების ბოლო ინიციატივა ისევ შერეული სისტემაა
თუმცა, სხვაგვარი ბალანსით: 100 პროპორციული წესით, 50 კი
მაჟორიტარული წესით აირჩევა. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით ეს
პროპორცია ასე გამოიყურება 77 პროპორციული, 73 - მაჟორიტარი.