თუ „ქართული ოცნება“ თავის თავს უწესებს შესაძლო სანქციას
დარღვევებისთვის და ამით შეეცდება დარღვევების თავიდან აცილებას, კი
ბატონო, ამის წინააღმდეგ ჩვენ არ წავალთ, - ასე აფასებს „ერთიანი
საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტებთან „ქართული
ოცნების“ ინიციატივას, რომელიც ამომრჩევლის იძულების, დაშინების და
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობა დაწესებას ითვალისწინებს.