მიგვანიშნებენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის დეფიციტია - ნინო ბურჯანაძე ბიგანის განცხადებაზე
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის სტივენ ბიგანის გზავნილი მიანიშნებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის დეფიციტია.

მისივე შეფასებით, ეს აძლევს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს იმის საფუძველს, რომ ასეთი განცხადებები ხშირად გააკეთონ.

"სამწუხაროდ, ამ განცხადებების ასეთი სიხშირით გაკეთება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ქვეყანაში არის დეფიციტი იმისა, რაც აუცილებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის, დეფიციტი მმართველობის ნორმალური სტილის და, სამწუხაროდ, ფეოდალური სტილის არსებობა. ეს არის ყველაფერი ის, რაც აძლევს საფუძველს ჩვენს მეგობრებს იყვნენ ძალიან შეშფოთებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და პერიოდულად გაგვახსენონ ეს ყველაფერი, რომ არ მოდუნდეს "ქართული ოცნების" ყურადღება,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი საქართველოში დაგეგმილი არჩევნების წინ დემოკრატიული განვითარებისა და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს. ბიგანი იმედოვნებს, რომ საკმარისი პოლიტიკური ნებით, ქართველი ხალხი აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს, რათა დემოკრატიის სიძლიერე უზრუნველყონ.
FaceBook Twitter Google