ნინო ბურჯანაძე შატილის გზაზე მომხდარ ავარიაზე - ძნელია იპოვო სიტყვები მწუხარების გამოსახატად
"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად მომხდარ ავტოკატასტროფას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება, ძნელია იპოვო სიტყვები მწუხარების გამოსახატად და მითუფრო ძნელია ჭირისუფალი ანუგეშო.

ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე ოჯახის ტრაგედია, სრულიად საქართველო შეძრულია ამ საშინელებით.

ვუსამძირებ ყველას ამ უმძიმეს დანაკარგს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, პირველადი ინფორმაციით, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.
FaceBook Twitter Google