პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ასეთი გამწარებული სახით
გამოსვლა არ მახსოვს, ის ადრე არასამთავრობო სექტორში მუშაობდა, მისი
მამა 26 მაისის აქციებში მონაწილეობდა და რაღაც არ მახსოვს მისი ხმა
ფაშიზმის, ძალადობის, დარბევის წინააღმდეგ გამოხატული, - ასე
გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ირაკლი
კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომელიც კობახიძემ არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური
დირექტორის მისამართით გააკეთა.