პანდემია
ფორს-მაჟორია!!!
პანდემია ნამდვილად წარმოადგენს ისეთ საყოველთაო ფორს-მაჟორულ
გარემოებას, რომელიც იძლევა მოქალაქეთა საბანკო ვალდებულებების
შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს. ჩვენი მოთხოვნაა
მოქალაქეები საბანკო ვალდებულებებისაგან გათავისუფლდნენ პანდემიის
დასრულებამდე.
„ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველოს“
პეტიცია
ქვეყანა იმყოფება კორონა ვირუსითა და
მთავრობის უუნარობით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისში. ამ ფონზე
გადაუდებელი ამოცანაა, მოქალაქეებს შეუმსუბუქდეთ მძიმე
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მოსახლეობის უმეტესობას მძიმე
ტვირთად აწევს საბანკო სესხები. ამდენად, განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, მოქალაქეთა გათავისუფლება საბანკო ვალდებულებების
შესრულებისაგან. საყოველთაოდ აღიარებული განმარტების თანახმად,
ფორს-მაჟორული გარემოებები წარმოადგენენ ისეთ საგანგებო და შეუქცევად
გარემოებებს, რომელთა თავიდან აცილება შეუძლებელია.
პანდემია ნამდვილად წარმოადგენს ისეთ საყოველთაო ფორს-მაჟორულ
გარემოებას, რომელიც იძლევა მოქალაქეთა საბანკო ვალდებულებების
შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს. ჩვენი მოთხოვნაა
მოქალაქეები საბანკო ვალდებულებებისაგან გათავისუფლდნენ პანდემიის
დასრულებამდე. ამდენად, ჩვენ "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული
მოძრაობა" და ქვემოთ ხელისმომწერნი საქართველოს მოქალაქეები,
მივმართავთ მთავრობას, ფორს-მაჟორული მდგომარეობის - პანდემიის
დასრულებამდე უზრუნველყოს:
1. ბანკების მიერ
მოქალაქეებისთვის პანდემიის დაწყებამდე აღებულ სესხებზე დაგროვილი
პროცენტების გაქვითვა;
2. აღნიშნულ სესხებზე დარიცხული ჯარიმების გაუქმება;
3. გამოაცხადოს მორატორიუმი მოქალაქეთა მიერ პანდემიამდე აღებული
საბანკო ვალდებულებების შესრულებაზე.
პეტიციაზე ხელის მოსაწერად გადადით ბმულზე: მანიფესტი