ბესიკ დანელია
დაიბადა 1979წლის 16 ივნისს, ქ.თბილისში.
2000 წელს ბესიკ დანელიამ დაამთვარა შოთა რუსთაველის სახელობის
თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი -კულტურულ-საგანმანათლებლო
ფაკულტეტი, ხოლო 2005 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტი.
სხვადასხვა წლებში ბესიკ დანელია მუშაობდა:
2003-2004 წწ. ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო“ - პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი
უზრუნველყოფის დეპარტამენტი – იურისტი;
2003-2005 წწ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის
,,იურიდიული დახმარების ცენტრი,, - კონსულტანტი;
2004-2005 წწ. ,,სამოქალაქო განათლების ახალგაზრდული ცენტრი” პროექტი
;
,,სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი’’ -
ექსპერტ-იურისტი;
2005 წ. ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია,,ისნის საოლქო
საარჩევნო კომისია - იურისტი;
2006 - 2009 წწ. სააქციო საზოგადოება ,,ქართუ ჯგუფი”-ს ,,უძრავი
ქონების” დეპარტამენტის” - უფროსი;
2006 წწ. სააქციო საზოგადოება ,,ქართუ ჯგუფი”-ს იურიდიული
დეპარტამენტი სამართლებრივი ანალიზის ექსპერტი;
2005-2006 წწ. საადვოკატო ბიურო ,,ხაბურძანია, აბაშიძე და
პარტნიორები’’ - ადვოკატი
2008 წლიდან დღემდე არის „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი
საქართველო“–ს ახალგაზრდული ფრთიოს თავჯდომარე.
ბესიკ დანელია არის რამოდენიმე პუბლიცისტური სტატიის ავტორი
ჰყავს მეუღლე და შვილი
ბექა
პეტრიაშვილი
დაიბადა 1992 წლის
7 მაისს ქ. თბილისში . 2010 წელს დაამთავრა თბილისის 166 საჯარო სკოლა
და ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ამჟამად საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია.
2015 წელს დაამთავრა „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო
ურთიერთობების სკოლა“ (GFSIS).
ბექა პეტრიაშვილი
2011 წლიდან იყო დემოკრატიული მოძრაობის ვაკის რაიონული ახალგაზრდული
ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 2011 წლის 6 ივლისს დააკავეს 26 მაისის
აქციებზე მონაწილეობის გამო, საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5
დეკემბრის დადგენილებით აღიარებული იქნა პოლიტპატიმრად და
საპყრობილედან გათავისუფლდა 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრის
სტატუსით. ამჟამად არის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“
ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.