29.04.09, აქცია პარლამენტის წინ
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართველ ხალხს არაფრის არ
ეშინია და თქვენ, აქ მდგომი ადამიანები, სწორედ ამის
მაგალითი ხართ. ქართველი ხალხი არის უშიშარი და არავის აპატიებს
ტყუილსა და უსამართლობას.
23 აპრილი, აქცია პარლამენტის წინ
ნინო ბურჯანაძის გამოსვლა
„დარწმუნებული ვარ ჩვენი ბრძოლა წარმატებით დასრულდება. ჩვენ
აუცილებლად მივაღწევთ პრეზიდენტის გადადგომას.
დარწმუნებული ვარ, თქვენი ერთიანობა, ღვთის წყალობით, ამ ქვეყანას წარმატებას ნამდვილად მოუტანს. მინდა ჩემს გამოსვლაში ერთ რამეს გავუსვა ხაზი, დღეს აქ დგანან ის ადამიანები, რომელთაც უნდათ, რომ ეს ქვეყანა ღირსეული იყოს. ღირსება კი, პირდაპირ არის დაკავშირებული
გამოსვლა იმერეთის სამხარეო კონფერენციაზე
ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ყველას!
ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა; ჩემთვის
ყოველთვის ძალიან მღელვარეა ის წუთები, როდესაც ამ სცენაზე, ამ
ქალაქში მიწევს სიტყვის წარმოთქმა. ბევრმა თქვენგანმა ძალიან
კარგად იცის, რომ ქუთაისი ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებულია, იცის,
რომ პატარაობიდან ამ სცენაზე არაერთხელ ვმდგარვარ, თუმცა, რა თქმა
უნდა, ვითარება იცვლება; იცვლება ქვეყანა, იცვლება რეალობა
და
|