მოგესალმებით
ძვირფასო საზოგადოებავ!
მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი დღეს თქვენს
წინაშე წარვსდგე!
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს აქ მობრძანებისთვის
და თანადგომისთვის!გპირდებით, რომ მე და ჩემი
მეგობრები არც ერთ თქვენგანს იმედებს არ გაგიცრუებთ! ჩვენ თითოეული
თქვენგანის, იმ ადამიანების, რომლებიც აქ ვერ მობრძანდნენ და თქვენგან
ელიან ინფორმაციის მიღებას ამ კონფერენციის შესახებ, აზრს მოვუსმენთ,
გავიზიარებთ პრობლემებს და ყველაფერს გავაკეთებთ მათ
მოსაგვარებლად.
მოგესალმებით ყველას და მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ
თითოეულ თქვენგანს აქ მობრძანებისათვის!
ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენს
წინაშე ყოფნა. ჩემთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა ის, რომ დღეს
თქვენს წინაშე ვდგავარ და გპირდებით, ჩვენ აუცილებლად ავასრულებთ
თქვენი, თქვენი შვილების, ჩვენი თაობის ოცნებას, რომ ვიცხოვრებთ
ღირსეულ, ერთიან, დემოკრატიულ საქართველოში ....
23 ნოემბერი, 2008 წელი
ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო!
მოგესალმებით ყველას და დიდ მადლობას მოგახსენებთ
მობრძანებისათვის.
უპირველეს ყოვლისა მინდა მივესალმო ჩვენი პარტიის ”დემოკრატიული
მოძრაობა- ერთიანი საქართველოს” დამფუძნებელი ყრილობის
დელეგატებს!
მოგესალმებით ყველას!
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. დიდი მადლობა იმისათვის, რომ აქ
ხართ. დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ იცით, რომ სჭირდებით ჩვენს
ქვეყანას - თქვენი ძალისხმევა სჭირდება ჩვენი ქვეყნის უკეთეს
მომავალს!
|