ახალი ამბები
ანზორ ბიწაძე - ეპიდემიოლოგებს ამოფარებულმა მილიარდერმა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან მოუწოდა გაჭირვებულ ქვეყანას, მისი მორჩილი მილიონერები აირჩიონ
დიდი იმედი მაქვს, ჩვენი ამომრჩეველი, კიდევ ერთხელ დაგვანახებს მილიარდერის შეშინებულ სახეს ოქტომბერში, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ იყო, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია ,ქართული ოცნების“ მაჟორიტარების წარდგენა გროტესკული სანახაობა იყო.

„პანდემიის დროს ექიმების ღვაწლი უდაოდ დასაფასებელია, მაგრამ უხერხულია, ეპიდემოიოლოგები სუფთა პარტიულ ღონისძიებას ესწრებოდნენ. ეპიდემიოლოგებს ამოფარებულმა მილიარდერმა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან მოუწოდა გაჭირვებულ და გაღარიბებულ ქვეყანას, აირჩიონ მისი მორჩილი მილიონერები მაჟორიტარ დეპუტატებად. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დაუჯეროს ხალხმა „ქართულ ოცნებას“ ამდენი გადაგდებისა და ტყუილების შემდეგ“,- აცხადებს ანზორ ბიწაძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
FaceBook Twitter Google