"გაგვაგებინოს ბატონმა გია ვოლსკიმ, რომელმაც პოლიტიკურ სპექტრს “ნაცების კლასტერი” უწოდა, ეს რომელი კლასტერია?” - ანზორ ბიწაძე
"მასხრად გვიგდებს ოცნება და რატომ უნდა მივცეთ ამის საშუალება
საზოგადოებამ ? ერთის მხრივ, ნაციონალური მოძრაობით გვაშინებენ,
მეორეს მხრივ, მაჟორიტარებად დააყენეს “ახალი სახეები”, რომლებიც
ნაციონალურ მოძრაობას 2012 წელსაც კი აფინანსებდნენ" - აცხადებს
,,ერთიანი საქართველოს" ერთერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე.
,,ბატონ გია ვოლსკის მინდა ვკითხო, გემახსოვრებათ ალბათ, “ნაციონალური
მოძრაობის კლასტერი” რომ უწოდა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. გვითხრას
ბატონმა გიამ, ეს ოცნების მაჟორიტარები რომელი კლასტერია ?
საზოგადოება, განუზომლად უფრო გონიერია, ვიდრე ქართული ოცნების
ლიდერები და მოდით ნუ დაგვეზარება , დავაკვირდეთ და ნუ მოვატყუებინებთ
თავს."- აცხადებს ანზორ ბიწაძე და აქვეყნებს
,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ,,ნაციონალური
მოძრაობისთვის ოფიციალური შემოწირულებების სია:
1. ბექა ოდიშარია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,
29/06/2012: 35,000 ლარი.
2. გოჩა ენუქიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 16/07/2012: 60,000
ლარი.
3. ანზორ ბოლქვაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 14/07/2012: 6,500
ლარი.
4. ირაკლი ხახუბია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 27/08/2012:
10,000 ლარი.
5. დავით სონღულაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 11/09/2012:
7,000 ლარი.
6. დავით დუგლაძე (ზაზა დუგლაძის ძმა) - ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა, 31/07/2012: 60,000 ლარი.