„ქვეყანაში, რომელსაც ტერიტორიების 20 % აქვს დაკარგული, ქვეყანაში
სადაც მოსახლეობის 2/3 სიღარიბის ზღვარზეა, ქვეყანაში სადაც 150 ათასი
ბავშვი შიმშილობს, ქვეყანაში, სადაც 86 %-ით არის გაზრდილი ევროპაში
თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი, საზოგადოება დაკავებულია იმით ვინ რა
თქვა, ვინ რა გააკეთა, ბიძინა ივანიშვილი ვისზე გაბრაზდა და რაც
ძალიან საგულისხმოა, ვმსჯელობთ იმაზე ჩატარდეს თუ არა პრაიდი. ეს არ
არის ნორმალური, ეს არ არის სახელმწიფო და არაფერი გვეტყობა, რომ
ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს.“ -აცხადებს „ერთიანი
საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.