“ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, აშშ-ის
წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოაქვეყნებული კანონპროექტი, რომელშიც
საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი,
სერიოზული გზავნილია, რომლითაც ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს. როგორც
მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გზავნილი ძალიან ძვირად
დაუჯდება ბიძინა ივანიშვილს, თუ არჩევნებს ნორმალურად არ ჩაატარებს.