დღეს 31 მარტია და არ მეგულება არცერთი
ქართველი, ვინც ერთი მხრივ უდიდესი სიამაყით და მეორეს მხრივ,
სინანულის გრძნობით არ გაიხსენებს დღევანდელ თარიღს. სიამაყით იმიტომ
რომ 31 მარტი არის საქართველოს რეფერენდუმის ჩატარების დღე, რომელმაც
საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ეს
უდიდესი ფაქტი დიდი ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას სახელთან
ასოცირდება, ადამიანი რომელმაც თავისი მოღვაწეობა და სიცოცხლე შესწირა
ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ეროვნული თვითშეგნებისთვის, ეროვნული
ღირებულებებისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის
ბრძოლას.