განცხადებები
ნინო ბურჯანაძე - მოვისმინე მდინარაძის კომენტარი, რომ მზად არიან ოპოზიციის გონივრული წინადადებები მოისმინონ - ჩვენ გვაქვს გონივრული წინადადებები და მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს
17:39 / 07.02.2020

“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია კონსტრუქციულადაა განწყობილი და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს ელოდება.
ნინო ბურჯანაძე - იმ ექვსი შენიშვნიდან, რომელიც ოდირ-მა ჩამოაყალიბა, არც ერთი კონსტიტუციურობასთან შესაბამისობას არ შეეხება
11:49 / 06.02.2020
ნინო ბურჯანაძე - იმ ექვსი შენიშვნიდან, რომელიც ოდირ-მა ჩამოაყალიბა, არც ერთი კონსტიტუციურობასთან შესაბამისობას არ შეეხება
ოდირი ნამდვილად წერს ხოლმე, თუ ის ხედავს, რომ კანონი არაკონსტიტუციურია, მსგავსი რამ დასკვნაში არ წერია და არც ერთი შენიშვნა კონსტიტუციურობასთან შესაბამისობას არ შეეხება,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა,რითაც ეუთო/ოდირი-ს დასკვნას გამოეხმაურა ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით.
ღია სტუდია - 2020 წლის არჩევნები - მოლოდინი და პარტიული სტრატეგია
17:29 / 04.02.2020
ღია სტუდია - 2020 წლის არჩევნები - მოლოდინი და პარტიული სტრატეგია
„ნინო ბურჯანაძის პარტიამ გასულ წელს ყრილობა გამართა, რომლის დროსაც მოხდა ერთგვარი რებრენდინგი, შეიცვალა პარტიის სახელწოდება და შეივსო ახალი ძალებით. პარტიის პოლიტსაბჭოში 17 წევრია, რომელთაგან 3 – 4 პიროვნების გარდა, პრაქტიკულად ყველა ახალი სახეა. პარტია ემზადება არჩევნებისთვის და იგი ახალი სახეებით წარსდგება საზოგადოების წინაშე, თუმცა, როგორც გადაცემაში აღინიშნა, პარტიას გაუჭირდება ბურჯანაძის ჩრდილიდან გამოსვლა, მითუმეტეს, რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე კვლავ რჩება ამ ახალი პარტიის დამფუძნებლად და მის ლიდერად.“

სტუმარი: ანზორ ბიწაძე – „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.
ნინო ბურჯანაძე - ბიძინა ივანიშვილს ვაიძულებთ საერთაშორისო თანამეგრობრობას მაინც გაუწიოს ანგარიში
14:54 / 03.02.2020
ნინო ბურჯანაძე - ბიძინა ივანიშვილს ვაიძულებთ საერთაშორისო თანამეგრობრობას მაინც გაუწიოს ანგარიში
„პიკეტირება განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ არ მოეგო გონს. ხვალინდელი აქცია არ იქნება მასშტაბური და გადამწყვეტი ბრძოლა, მაგრამ პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და შედეგსაც აუცილებლად მივიღებთ“, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ხვალ პარლამენტთან ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ძალის დემონსტრირებაზე განცხადებების გაკეთება შეწყვიტოს.
"სამართლიანობის აღდგენის დროშით მოსული ოცნება ამორალური გახდა და ყველანაირ მორალურ უპირატესობას კარგავს"- ბიწაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება
10:24 / 29.01.2020
 "სამართლიანობის აღდგენის დროშით მოსული ოცნება ამორალური გახდა და ყველანაირ მორალურ უპირატესობას კარგავს"- ბიწაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება
„ქართული ოცნება“ შვილმკვდარ მამას არ აძლევს საშუალებას დაადგინოს ჭეშმარიტება თუ რას შეეწირა მისი შვილი“- ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას.
ნინო ბურჯანაძე: „ქართული ოცნების“ რეიტინგს უკვე ვერანაირი ბუღალტერია და კვლევა ვერ უშველის“.
14:31 / 27.01.2020
ნინო ბურჯანაძე:  „ქართული ოცნების“  რეიტინგს  უკვე   ვერანაირი ბუღალტერია და კვლევა ვერ უშველის“.
„დადგა დრო, როდესაც ყველა თანხმდება ერთ ჭეშმარიტებაზე, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და ბიძინა ივანიშვილის ფეოდალური მმართველობა დასრულდეს“. - აცხადებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
„ახლა რომ ვინმე გამოჩნდეს ოპოზიციური ერთობის დამშლელი, პირდაპირ უნდა აჩვენოს ივანიშვილის ჩეკი ხალხს"
11:21 / 24.01.2020
„ახლა რომ ვინმე გამოჩნდეს ოპოზიციური ერთობის დამშლელი, პირდაპირ უნდა აჩვენოს ივანიშვილის ჩეკი ხალხს"
„ოპოზიციური ერთობა არ დაიშლება: ახლა რომ ვინმე გამოჩნდეს ოპოზიციური ერთობის დამშლელი, რომელიც დასთანხმდება თუნდაც 100/50–ზე სისტემას და არა მხოლოდ 2020, არამედ 2024 წელსაც უარი ვთქვათ პროპორციულ სისტემაზე, მან პირდაპირ უნდა აჩვენოს ჩეკი ხალხს, რა თანხა აიღო ბიძინა ივანიშვილისგან“.
სტატიებიხელისუფლება მოლაპარაკებათა მაგიდის აყირავებას ვერ შეძლებს - ანზორ ბიწაძე
14:15 / 23.01.2020
სტატიებიხელისუფლება მოლაპარაკებათა მაგიდის აყირავებას ვერ შეძლებს - ანზორ ბიწაძე
„თემის დახურვიდან“ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდამდე ოპოზიციამ ბევრი იბრძოლა. მმართველი ძალა აცხადებს, რომ კომპრომისისთვის მზად არის. თუმცა, დათმობებისთვის - არა. როგორ იქნება საბოლოო ფორმულა ჯერ რთული სათქმელია. ხელისუფლების ბოლო ინიციატივა ისევ შერეული სისტემაა თუმცა, სხვაგვარი ბალანსით: 100 პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით ეს პროპორცია ასე გამოიყურება 77 პროპორციული, 73 - მაჟორიტარი.
ნინო ბურჯანაძე: „ოპოზიციური ერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ ღირს ერთმანეთს სიტყვებზე გამოვეკიდოთ"
14:13 / 23.01.2020
ნინო ბურჯანაძე: „ოპოზიციური ერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ ღირს ერთმანეთს სიტყვებზე გამოვეკიდოთ"
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ანზორ ბიწაძე - შემდეგი ეტაპი რა არის? პარლამენტში რემონტი გამოცხადდება და არჩევნებს გააუქმებთ?
14:11 / 23.01.2020
ანზორ ბიწაძე - შემდეგი ეტაპი რა არის? პარლამენტში რემონტი გამოცხადდება და არჩევნებს გააუქმებთ?
შემდეგი ეტაპი რა არის? პარლამენტში რემონტი გამოცხადდება და არჩევნებს გააუქმებთ?- ამის შესახებ პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა.
"ერთიანი საქართველო“ სრულიად საქართველოს ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს!
20:04 / 07.01.2020
"ერთიანი საქართველო“ სრულიად საქართველოს ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს!
დღეს სრულიად საქართველო აღნიშნავს უდიდეს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე არის სულიერი თავისუფლების, სიკეთისა და ჰუმანიზმის დღესასწაული ყველა ქრისტიანისთვის.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, მთელ მართლმამდიდებლურ სამყაროს ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს! გისურვებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს მშვიდობას და სიყვარულს, ოჯახურ კეთიდღეობასა და ბედნიერებას, წარმატებასა და წინსვლას საქმიანობაში.

2020 წელი ყოფილიყოს წარმატებისა და ნაყოფიერების მომტანი ჩვენი ქვეყნისათვის!
"ერთიანი საქართველო" გილოცავთ შობა-ახალ წელს!
13:16 / 02.01.2020
"ერთიანი საქართველო" გილოცავთ შობა-ახალ წელს!
„ერთიანი საქართველო“ გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ სიკეთეს, წინსვლასა და წარმატებას. ახალი 2020 წელი ყოფილიყოს ყველაფერი კარგის მომტანი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენთაგანისათვის.

„ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა“ პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლის იუბილეს ულოცავს.
17:29 / 25.12.2019
„ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა“ პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლის იუბილეს ულოცავს.
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქსა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლის იუბილეს ულოცავს.
ანზორ ბიწაძე კარლო კოპალიანის განცხადებაზე - ნათელია ხელისუფლების მენტალური მარგინალიზაცია, რაც აუცილებლად მარცხით დამთავრდება
16:06 / 23.12.2019
ანზორ ბიწაძე კარლო კოპალიანის განცხადებაზე - ნათელია ხელისუფლების მენტალური მარგინალიზაცია, რაც აუცილებლად მარცხით დამთავრდება
"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მენტალური მარგინალიზაცია შეუქცევადია და მათი მარცხი გარდაუვალი.
ნინო ბურჯანაძე - დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამაოცა, რადგან არამხოლოდ 2020-ში შემოგვთავაზა პროპორციულზე უარის თქმა, არამედ 2024 წელშიც
15:24 / 20.12.2019
ნინო ბურჯანაძე - დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამაოცა, რადგან არამხოლოდ 2020-ში შემოგვთავაზა პროპორციულზე უარის თქმა, არამედ 2024 წელშიც
დარწმუნებული ვარ, წნეხი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გაძლიერდება, გაგრძელდება აუცილებლად და თუ ხელისუფლება ამის ინგორირებას შეეცდება, სამწუხაროდ, შეიძლება საქმე რევოლუციამდეც მივიდეს, რაც არ მინდა, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამაოცა
13:45 / 20.12.2019
ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამაოცა
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების ახალი შეთავაზებით გაოცებულია.

ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმა არა 2020, არამედ სხვა საარჩევნო წლებშიც.
ნინო ბურჯანაძე - თუ ხელისუფლებამ მოიტანა განცხადება, რომ „ოცნება" ნებისმიერ ფასად უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ასეთ შემთხვევაში, მათი წინადადება მიღებული არ იქნება
09:44 / 20.12.2019
ნინო ბურჯანაძე - თუ ხელისუფლებამ მოიტანა განცხადება, რომ „ოცნება" ნებისმიერ ფასად უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ასეთ შემთხვევაში, მათი წინადადება მიღებული არ იქნება
თუ ხელისუფლების მხრიდან მოტანილია განცხადება, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება" ნებისმიერ ფასად მაინც უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათი წინადადება მიღებული არ იქნება, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სასტუმრო „შერატონში“ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.
იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის და რაიმე დოკუმენტს შემოგვთავაზებენ-ნინო ბურჯანაძე
17:19 / 19.12.2019
იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის და რაიმე დოკუმენტს შემოგვთავაზებენ-ნინო ბურჯანაძე
"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმედს გამოტქვამს,რომ ხვალინდელი შეხვედრა შეხვედრა შეხვედრისთვის არ იქნება.
ანზორ ბიწაძე: ,,ხელისუფლების ახალი სამიზნე საელჩოებია"
13:38 / 17.12.2019
ანზორ ბიწაძე: ,,ხელისუფლების ახალი სამიზნე საელჩოებია"
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მათ ქვეყნებს საქმის კურსში აყენებენ საქართველოში მოქმედი საელჩოები, საქართველოს ხელისუფლება კი, მათი მუშაობის ობიექტურობას დარტყმას აყენებს.
ნინო ბურჯანაძე - პასუხი უნდა მოიტანოს "ქართულმა ოცნებამ" - არ ვაპირებთ, ოროსანი მოსწავლესავით მუდმივად დაგვიბრუნონ საშინაო დავალება ორიანით და დაგვავალონ, რომ ხელახლა გავაკეთოთ
18:44 / 16.12.2019
ნინო ბურჯანაძე - პასუხი უნდა მოიტანოს "ქართულმა ოცნებამ" - არ ვაპირებთ, ოროსანი მოსწავლესავით მუდმივად დაგვიბრუნონ საშინაო დავალება ორიანით და დაგვავალონ, რომ ხელახლა გავაკეთოთ
პასუხი უნდა მოიტანოს "ქართულმა ოცნებამ" და არა ჩვენ - არ ვაპირებთ, ოროსანი მოსწავლესავით მუდმივად დაგვიბრუნონ ასე ვთქვათ, საშინაო დავალება ორიანით და დაგვავალონ, რომ ხელახლა გავაკეთოთ დავალება და მივიტანოთ მათთან, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.