ფეხბურთელობიდან, ბატუტზე ხტომიდან,
მოჭიდავეობიდან უცბად დიდ თანამდებობაზე რომ აღმოჩნდით, ივანიშვილის
გულის მოსაგებად სააკაშვილის გინება მოსულა, თუ როგორ არის?! ვის
სჯერა თქვენი!
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ''ქართული ოცნება'' საბოლოოდ გავიდა
მომსახურების ზონიდან, თამამად და უმოწყალოდ გააფრინა იმ იმედით, რომ
ფეხებსაც ვერავინ მოსჭამს და თუკი ამის მსურველები გამოჩნდებიან,
როგორც ჩემი სამტრედიელი იტყოდა, მთაწმინდიდან ''რაზგონით''
გამოექანეთ, ამსტერდამიდან კი კოკაინდაგაზულები დამაფრინდითო...
ყურებიდან ბოლი გამივიდა, თვალები გადმომცვივდა, მეგონა, კალაძის
ჯოჯოხეთში ''გავიჩითე'', თურმე რეალში, ჩემი ქალაქის მერი
''ბლატაობდა'', მაგრამ გამიტყდა, როცა ჟარგონზეც ვერ ქაჩავდა... აი,
შთამაგონებელ მონოლოგს არ მოგიძღვნით, მარტივად და იმავე ენით
გკითხავთ, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?! რით დაიწყეთ და სადამდე დაეშვით?
სახელმწიფოა თუ ''ბეზპრედელების'' ბირჟა, სად გადის თქვენი უტიფრობის
ზღვარი და სად მთავრდება ხალხის მოთმინების ფიალა, ეს თუ
გაინტერესებთ, ოროსნებო, ამასაც მალე გაიგებთ...